"ლივერპულისგან" 160 მილიონ ევროდ შეძენილმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ "კამპ ნოუს" დარბაზში Auditorium 1899-ში ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ "ბარსასა" და "ლევანტეს" მატჩს უყურა, არენაზე ფანებს მიესალმა, დღეს კი მისი პრეზენტაცია ჩატარდება.
"გამარჯობათ, "ბარსელონას" ქომაგებო. მე უკვე აქ ვარ - ოცნება ამიხდა. იმედია, პრეზენტაციაზე გიხილავთ",-დაწერა მან კლუბის ტვიტერზე.