ზინედინ ზიდანი: ვიცი, "რეალის" მწვრთნელი 10 წელი არ ვიქნები

AutoSharing Option
საფრანგეთის 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებულმა ზინედინ ზიდანმა "ფრანს ფუტბოლს" თავის სამუშაოზე მოუთხრო:

"ზინედინ ზიდანი "რეალის" ფეხბურთელი აღარაა. ის ზიდანი აღარ არსებობს. ახლა არის ზიდანი-მწვრთნელი, რომელმაც ხელახლა უნდა ააწყოს თავისი კარიერა. წარსული დამსახურებები ვერ გადამარჩენს.

ვიცი, ერთ მშვენიერ დღეს აქ მუშაობას დავასრულებ. ამიტომ შანსით უნდა ვისარგებლო და მოსასწრები მოვასწრო. თუ 10 დღე გაქვს განკარგულებაში, მოასწარი 10 დღეში რაც შეიძლება მოასწრო, თუ ნახევარი წელი გაქვს, მოასწარი ნახევარ წელში რისი მოსწრებაც შეგიძლია. მეტზე არაფერზე არ ვფიქრობ. აქ 10 წელი არ ვიმუშავებ.

გარედან
ზეწოლა ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს. ფარით ვიცავ თავს და ვერაფერი ვერ მავნებს. ბლანკოსში დიდი პასუხისმგებლონბა მაკისრია. თუმცა, სახლში მისვლისთანავე გარემოს ვწყდები.

ჩემგან განსხვავებით ეს ბევრს არ შეუძლია. ოჯახში სამუშაოზე არ ვფიქრობ. მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვსადილობ, ტელევიზორს ვუყურებ.

სირთულეები არ მაშინებს. ამისათვის მომზადებული ვარ. ხალხს გონია, ამას იოლად ვახერხებ, თითქოს ინსტიქტურად ვაკეთებ, მაგრამ ისინი ცდებიან. მე მუდამ თავდაუზოგავად ვშრომობ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული