გარეთ ბეილს ჩინური კლუბის ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და უელსის ნაკრების შემტევ გარეთ ბეილს ჩინეთის პრემიერლიგაში გადასვლის ვარიანტი გამოუჩნდა.

"გუანჯოუ ევანგრადის" ხელმძღვანელობამ "სამეფო კლუბს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 84 მილიონი ევრო შესთავაზა.

თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელს ჯერჯერობით ევროპის კონტინენტის დატოვება არ სურს.

გარეთ ბეილს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.

მისით "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" და მისი ყოფილი კლუბი, "ტოტენჰემი" ინტერესდებიან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული