რადიო Cadena SER-ას გადაცემა El Larguero გვამცნობს, რომ ორშაბათს ვარჯიშის შემდეგ "რეალის" კრება ჩატარდა, სადაც უკანასკნელ მატჩებში დაშვებული შეცდომები გაარჩიეს. ასეთი კრებები როგორც წესი, 45 წუთში მთავრდება, თუმცა ამჯერად 1 საათით მეტხანს გასტანა.
საქმე იმაშია, რომ მოთამაშეთა ერთმა ჯგუფმა მწვრთნელს ზინედინ ზიდანს უსაყვედურა ფეხბურთელთა ნაწილის მიმართ მისი გადამეტებული სიმპათიებისა და პრივილიგირებულ მდგომარეობაში ყოფნის გამო, რამეთუ მათი აზრით, ეს ფეხბურთელები სხვებზე ნაკლებს ვარჯიშობენ და ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული აქვთ ადგილი.
იმათ შორის, ვინც ზიზუს ეს უთხრა, გუნდის ლიდერები და ახალგაზრდა ფეხბურთელები იყვნენ.
ორიოდ დღის წინ ბლანკოსიდან "ბაიერნში" იჯარით გაშვებულმა ხამეს როდრიგესმაც აღნიშნა, რომ ზიდანს თავისი საყვარელი ფეხბურთელები ჰყავს, ის მათ შორის არ იყო და ამიტომ მოუწია გუნდიდან წასვლა.