პორტალი ირწმუნება, რომ ბლანკოსი მოლაპარაკებას აწარმოებს გერმანიის ნაკრების თავკაცთან იოახიმ ლიოვთან და იმედი აქვთ, რომ მუნდიალის შემდეგ ჩააბარებენ გუნდს. თურმე, ზიზუს შეცვლის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და არაა დამოკიდებული იმაზე თუ რა შედეგს მიაღწევს გუნდი.
ცნობისათვის, ლიოვს გერმანიის ფეხბურთის კავშირთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მის გაგრძელებას სთავაზობენ.