"რეალმა" "ნუმანსიას" ვერ მოუგო და ზიდანის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რეალს" ესპანეთის თასის 1/8 ფინალის პირველ მატჩში სტუმრად 3:0 ჰყავდა დამარცხებული "ნუმანსია",  ნახევრადცარიელ "სანტიაგო ბერნაბეუზე" საპასუხო შეხვედრაში მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კვლავ ექსპერიმენტალური შემადგენლობა დაუპირისპირა ქვედალიგელ მეტოქეს და ფრეს (2:2) დასჯერდა. დუბლი ლუკას ვასკესმა მიითვალა, რომელიც წინა თამაშშიც გამორჩეული იყო.

მიუხედავად მეოთხედფინალში გასვლისა, ბლანკოსის ასპარეზობით გუნდის გულშემატკივრები კვლავ უკმაყოფილონი დარჩნენ, რომელთაც საამისო მიზეზი ნამდვილად აქვთ.

კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ზიდანი. მის წინააღმდეგ უკვე ნამდვილი კამპანია წამოიწყეს. როგორც იუწყებიან, ფეხბურთელთა ნაწილი მეორე ნაწილის პრივილიგირებაში სდებს ბრალს, ისიც დაუწერეს, ბილბაოს "ატლეტიკის" მეკარის კეპა არისაბალაგას
გადმოყვანა იმად არ სურს, რომ შეიძლება თავის შვილს, "კასტილიას" 19 წლის გოლკიპერს ლიუკას შეუშალოს კარიერაში ხელიო და ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას მისი მოხსნა და გუნდის გერმანიის ნაკრების თავკაცისთვის იოახიმ ლიოვისთვის ჩაბარება უნდა და უკვე აწარმოებს იოგისთან მოლაპარაკებასო.

თავად ზიზუ არაფერს არ იმჩნევს და ამბობს, რომ მთავარია შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, ურიგოდ არ უთამაშიათ, სახლში მორიგი მოუგებელი მატჩი არ ანაღვლებს, თავის პოსტზე რჩება და კრიტიკა მუშაობაში ხელს არ უშლის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული