03:29 11-01-2018
"რეალმა" "ნუმანსიას" ვერ მოუგო და ზიდანის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო [VIDEO]
AutoSharing Option
მიუხედავად მეოთხედფინალში გასვლისა, ბლანკოსის ასპარეზობით გუნდის გულშემატკივრები კვლავ უკმაყოფილონი დარჩნენ, რომელთაც საამისო მიზეზი ნამდვილად აქვთ.
კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ზიდანი. მის წინააღმდეგ უკვე ნამდვილი კამპანია წამოიწყეს. როგორც იუწყებიან, ფეხბურთელთა ნაწილი მეორე ნაწილის პრივილიგირებაში სდებს ბრალს, ისიც დაუწერეს, ბილბაოს "ატლეტიკის" მეკარის კეპა არისაბალაგას გადმოყვანა იმად არ სურს, რომ შეიძლება თავის შვილს, "კასტილიას" 19 წლის გოლკიპერს ლიუკას შეუშალოს კარიერაში ხელიო და ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას მისი მოხსნა და გუნდის გერმანიის ნაკრების თავკაცისთვის იოახიმ ლიოვისთვის ჩაბარება უნდა და უკვე აწარმოებს იოგისთან მოლაპარაკებასო.
თავად ზიზუ არაფერს არ იმჩნევს და ამბობს, რომ მთავარია შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, ურიგოდ არ უთამაშიათ, სახლში მორიგი მოუგებელი მატჩი არ ანაღვლებს, თავის პოსტზე რჩება და კრიტიკა მუშაობაში ხელს არ უშლის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული