ესტებან გრანერომ, "ბარსელონაზე" უფრო ძლიერი გუნდი შეიძლებოდა შეგვხვედროდაო

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/4 ფინალში "ესპანიოლი" "ბარსელონას" შეხვდება. "ესპანიოლის" 30-წლის ექს-რეალელმა ნახევარმცველმა ესტებან გრანერომ "მუნდო დეპორტივოს"ისე ელაპარაკა, თითქოს კენჭისყრის შედეგით ბედნიერი იყო:

"თასის გათამაშების ამ ეტაპზე სუსტი გუნდები არ არიან. "ბარსა" უდავოდ ძლიერი მეტოქეა. თუმცა, ჩვენ ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია. თან, კატალონიური დერბი განსაკუთრებულ მოტივაციას გვძენს.

"ბარსელონაზე" უფრო ძლიერი გუნდი შეიძლებოდა შეგვხვედროდა. ბევრს სწორედ ასულგრანასთან" შეხვედრა სურდა. ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენის კარგი შესაძლებლობაა. კარგ ფორმაში ვართ და გვინდა, გულშემატკივრები თამაშით გავახაროთ".

გეცოდინებათ უთუოდ, "ესპანიოლი" ლა ლიგაზე მე-14 ადგილზეა და ბლაუგრანას 25 ქულით
(!) ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენც ეწევი ესტებან?
esteban
09:11 13-01-2018
0
რაო,რაოოო. რალი გვინდოდაოოო.
სა-მართალი
13:48 13-01-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული