ჟერარდ პიკე: იმედია, "კამპ ნოუზე" ეს არ მოხდება და არავინ მომაყენებს შეურაცხყოფას

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ "ესპანიოლთან" (0:1) ესპანეთის თასი 1/4-ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მატჩის შემდეგ გულშემატკივრები პიკესა და მისი მეუღლის, მომღერალ შაკირის მიმართულებით სკანდირებდნენ.

"ამის შესახებ ჩხუბი არ ღირს. ვიცით, რომ "ესპანიოლთან" სტუმრად თამაში რთულია.

იმედია, "კამპ ნოუზე" ეს არ მოხდება და არავინ მომაყენებს შეურაცხყოფას ან რამეს მესვრის მოედანზე", - თქვა პიკემ.


მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული