ზინედინ ზიდანი: ეს ჩემი პირადი ჩავარდნაა

AutoSharing Option
"ლეგანესთან" ესპანეთის თასის განმეორებით მატჩში დამარცხების შემდეგ "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კომენტარი გააკეთა:

"აშკარაა, ეს ჩემი პირადი ჩავარდნაა. შედეგზე პასუხისმგებელი მე ვარ. ჩვენი ფეხბურთი არ გვითამაშია, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ისე არ გავისარჯეთ, როგორც საჭირო იყო.

კლუბში ყველასთვის ეს ძალზედ რთული, მტკივნეული მომენტია. ამას გავაანალიზებთ, განსაკუთრებით მე. ჩვენ დრო გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვასწორეთ მდგომარეობა.

ახლა მომდევნო მატჩებზე ფიქრია საჭირო, უქმეებზე კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს. სხვა გზა გარდა მუშაობის გაგრძელებისა არა გვაქვს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული