სერხიო რამოსი: ცუდი პერიოდი ერთიანობით უნდა გადავლახოთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ესპანეთის თასს მოულოდნელად, 1/4-ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი "სამეფო კლუბის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა გააკეთა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. ახლა ძალიან ცუდი პერიოდი გვიდგას, რომელიც ჩვენ ერთიანობით უნდა გადავლახოთ.

ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ კიდევ ვასპარეზობთ და ცუდი მომენტებისაგან კარგი გაკვეთილი უნდა მივიღოთ. პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს, რათა ეს მომავალში აღარ განმეორდეს.

რაც შეეხება ზინედინ ზიდანს, მე ცვლილებების დიდი მომხრე არასდროს ვყოფილვარ. ჩვენს მწვრთნელს ყველა ერთად გვერდში უნდა დავუდგეთ", - განაცხადა რამოსმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული