დე ბრიუნე: "მანჩესტერ სიტი" დავიდ სილვასთვის თამაშობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრიუნემ HLN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თანაგუნდელ დავიდ სილვას სიტუაციაზე ისაუბრა, რომელსაც დღენაკლული შვილი მატეო ჰყავს და ჯანმრთელობის პრობლემა აქვს:

"ნახევარდაცვაში პრობლემა გვაქვს. უფრო მეტი შრომა მიწევს, რადგან დავიდ სილვას პირადი პრობლემა აქვს, მაგრამ მე წინააღმდეგი არა ვარ.

ჩვენ მისთვის ვთამაშობთ. მისი ვითარება ათჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე რთული მატჩის შემდეგ დაღლილობა".

გასული წლის ბოლოს დავიდ სილვა ერთი კვირა იყო წასული ესპანეთში, ნაახალწლევს დაბრუნდა და 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ამ სეზონში კი 26 მატჩში 5 გოლი და 11
საგოლე გადაცემა მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული