რაღაც თავდაჯერებულები გავიდნენ "ბარსას" ფეხბურთელები მოედანზე, მათი შეტევები ადვილად კითხვადი იყო და მხოლოდ მაშინ იქმნებოდა მეტოქის კართან ხიფათი, როდესაც ტემპს უმატებდნენ. სავარაუდოდ, კლასის ხარჯზე გამარჯვებაში იყვნენ დარწმუნებულნი.
მეტოქე კი გამეტებით იცავდა თავს და პირველ ტაიმში სამი სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა, რომელთაგან ერთი გვიდეტიმ ტერ შტეგენის კარის აღებით დააგვირგვინა.
ვალვერდეს
ორი მომენტი პაულინიომ გააცუდა, ერთი პიკემ და როგორც იქნა, 72-ე წუთზე ინიესტას გადაცემულ ბურთს სუარესმა მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი (იმ მომენტში ბურთი თითქოს ოდნავ პიკეს შეეხო).
მერე არბიტრმა არდასანიშნი საჯარიმო დანიშნა, ვინაიდან ალკასერი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო პაჩეკომ მესის დარტყმული არგასაშვები ბურთი გაუშვა.
მატჩის დასასრულს კი საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე უმტიტის მოხვდა და რეფერიმ პენალტი არ დადო. ვერაფერს იტყვი, ბლაუგრანას ყველა სიტუაციაში ეხერხება გამარჯვების მოპოვება - ტალღების წარმოქმნას და მერე წყლიდან მშრალად ამოსვლასაც შნო და მარიფათი სჭირდება.
ასე და ამგვარად, "ბარსელონამ" პრიმერაზე წაუგებელი მატჩების სერია 21-მდე გაზარდა და ლა ლიგაზე 2009/2010 წლების სეზონში დამყარებული თავისივე რეკორდი გაიმეორა.