"ბარსელონა" "ესპანიოლს" "წყალბურთში" დაუზავდა

AutoSharing Option
ლა ლიგას 22-ე ტურში "ბარსელონას" უჩვეულო პირობებში მოუწია იმ "ესპანიოლთან" "კორნელა ელ პრატზე" თამაში, რომელსაც ესპანეთის თასზე ძლივს სძლია.

მოსული ნალექი ვერ გაატარა მოედნის დრენაჟმა, გაზონზე გუბეები იდგა და თამაში ჭირდა. "ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თავდამსხმელი ლეო მესი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და მხოლოდ 59-ე წუთზე შეუშვა პაკო  ალკასერის ნაცვლად შეცვლაზე. 66-ეზე კი სერხიო გარსიას ჩაწოდებულ ბურთზე ხერარდ მორენომ ჟერარდ პიკეს დაასწრო და ანგარიში გახსნა.

ასულგრანამ მაინც მოახერხა ქულის გადარჩენა, როდესაც მ
ესის პასით პიკემ თავურით აღადგინა ანგარიშში წონასწორობა. სხვათა შორის, ეს პიკეს მეორე გოლია მიმდინარე სეზონში და ორივე "ესპანიოლს" გაუტანა.

გეცოდინებათ უთუოდ, მან ამას წინათ თქვა, რომ "ესპანიოლი" ბარსელონას კი არა, არამედ მისი გარეუბნის გუნდია და დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. შეხვედრის ბოლოს მან რაღაც უთხრა მეტოქე გუნდის ფორვარდს მორენოს, ატყდა გაწევ-გამოწევა და მსაჯმა ორივე გააფრთხილა.

მოკლედ, ბლაუგრანამ მისთვის ერთობ უხერხულ პირობებში ქულა გადაარჩინა და უახლოეს მდევარ "ატლეტიკოს" ჯერჯერობით 12 ქულით უსწრებს. ამას გარდა, თავისივე დამყარებული პრიმერაზე 21-მატჩიანი წაუგებელი სერია დაამხო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული