მოსული ნალექი ვერ გაატარა მოედნის დრენაჟმა, გაზონზე გუბეები იდგა და თამაში ჭირდა. "ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თავდამსხმელი ლეო მესი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და მხოლოდ 59-ე წუთზე შეუშვა პაკო ალკასერის ნაცვლად შეცვლაზე. 66-ეზე კი სერხიო გარსიას ჩაწოდებულ ბურთზე ხერარდ მორენომ ჟერარდ პიკეს დაასწრო და ანგარიში გახსნა.
ასულგრანამ მაინც მოახერხა ქულის გადარჩენა, როდესაც მ
გეცოდინებათ უთუოდ, მან ამას წინათ თქვა, რომ "ესპანიოლი" ბარსელონას კი არა, არამედ მისი გარეუბნის გუნდია და დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. შეხვედრის ბოლოს მან რაღაც უთხრა მეტოქე გუნდის ფორვარდს მორენოს, ატყდა გაწევ-გამოწევა და მსაჯმა ორივე გააფრთხილა.
მოკლედ, ბლაუგრანამ მისთვის ერთობ უხერხულ პირობებში ქულა გადაარჩინა და უახლოეს მდევარ "ატლეტიკოს" ჯერჯერობით 12 ქულით უსწრებს. ამას გარდა, თავისივე დამყარებული პრიმერაზე 21-მატჩიანი წაუგებელი სერია დაამხო.