"ვიცოდით რა მძიმე შეხვედრა გველოდა. პირველ ტაიმში იმდენი უხეშობა არ ყოფილა, ნაანტრაქტევს კი სიტუაცია დაიძაბა, რაც დერბისთვის ნორმალურია.
პიკეს მიერ გოლის აღნიშვნა ეს იმის ნაწილია, რაც ამ კვირაში ხდებოდა, ჩვენს გუნდებს შორის მეტოქეობის ნაწილია. ჟერარდმა კარგი მატჩი ჩაატარა, ასეთ ვითარებაში თამაშის საკუთარ თავზე აღება ეხერხება.
ამინდის გამო თამაში რთული გამოვიდა. ფეხბურთელებს ხელს ქარი და წვიმა უშლიდა. მოწინააღმდეგისათვის უფრო ადვილი იყო ასეთ პირობებში ბურთაობა.
მესიმ დასვენების გარეშე