"ბარსელონას" ერთადერთი ცენტრალური მცველი დარჩა - იერი მინა

AutoSharing Option
ხვალ, ლა ლიგას 23-ე ტურში "ბარსელონა" "ხეტაფეს" უმასპინძლებს და ამ მატჩის წინ მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

კერძოდ, ტრავმირებულები არიან ცენტრალური მცველები ჟერარდ პიკე და ტომას ვერმაელენი, სამუელ უმტიტი დისკვალიფიცირებულია და ვალვერდეს განკარგულებაში მხოლოდ ერთადერთი ცენტრბეკია - იერი მინა, რომლის დებიუტი "ვალენსიასთან" თასზე ჩატარებულ შეხვედრაში შედგა. მან პიკე 83-ე წუთზე შეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული