სერხიო ბუსკეტსი: მატჩის ვერმოგების დაღლილობაზე დაბრალება არ შეიძლება

AutoSharing Option
ლა ლიგას 23-ე ტურში "კამპ ნოუზე" ფრედ დასრულებულ მატჩზე კომენტარი "ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა გააკეთა:

"საჩემპიონო რბოლა პრიმერაზე არასოდეს არ შეწყვეტილა და გრძელდება. დღესაც გვინდოდა მოგვეგო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. საკმარისი რაოდენობით მომენტები ვერ შევქმენით და 2 ქულა დავკარგეთ.

ამ ერთ თვეში ფიზიკურად და ფსოქოლოგიურად დავიღალეთ. თუმცა, მატჩის ვერმოგების დაღლილობაზე დაბრალება არ შეიძლება. დაღლილობა დროთა განმავლობაში გროვდება და ერთ შეხვედრაში ვლინდება. ამ ერთ თვეში კარგად ვითამაშეთ და თავის მართლება არ გვჭირდება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული