"ბარსელონას" 24 წლის ფრანგი მცველის სამუელ უმტიტის აგენტმა კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მისი კლიენტი მზადაა კონტრაქტი გააგრძელოს, ოღონდ გაუმჯობესებულ პირობებზე.
ეს "გაუმჯობესებული პირობები" კი ხელფასის მომატება გახლავთ. ფეხბურთელი სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროს ითხოვს.
ცნობისათვის, ასეთივე ანაზღაურებას სთავაზობდა სამუელს "მანჩესტერი", მაგრამ მან გუნდის გამოცვლა არ ისურვა.