"ვფიქრობ, ის მიაღწევდა წარმატებას პრემიერლიგაში. ალბათ, ეს იმას დაემსგავსებოდა, რასაც ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიში" ვხედავთ. როცა ინგლისურ ფეხბურთში ცოტა ესპანურ სტილს ნერგავ, ამას დრო სჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს კარგად იმუშავებს.
ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ლუის ენრიკესთან. ის ფეხბურთელებს კარგად ესაუბრება. მან იცის, როგორ აგრძნობინოს ფეხბურთელს თავი სწორად. ჩემთვის რომ გეკითხათ, ვინ იყვნენ საუკეთესო მწვრთნელები, ვისთან მიმუშავია, ენრიკეს აუცილებლად დავასახელებდი", - თქვა ბერმალენმა.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით