"ერთ დღეს თუ მწვრთნელი გავხდები, მინდა სათავეში "სოსიედადს" ჩავუდგე. მსურს, ამ კლუბს დამატებით ის შევძინო, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ვერ მივეცი.
მაგრამ მე ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, დავბრუნდები თუ არა ფეხბურთში და დავიწყებ სამწვრთნელო საქმიანობას. "სოსიედადის" მაისურით ჩატარებული მატჩები არასდროს დამავიწყდება", - აღნიშნა ალონსომ.