მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელს ჩინეთში უხმობენ

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოსა" და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი იანიკ ფერეირა კარასკო, დიდი ალბათობით, კარიერას ჩინეთის ჩემპიონატში განაგრძობს. მისი დამატების სურვილი "დეილინ იიფანგს" აქვს.

ჩინელები, "როხიბლანკოს" შუახაზელის სანაცვლოდ, 70 მილიონ ევროს იხდიან. კლუბის დატოვება თავად კარასკოსაც სურს, რადგან მას ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა.

კონტრაქტის პირობებით, ტრანსფერიდან შემოსული თანხის 30% იანიკის ყოფილ გუნდ "მონაკოს" გადაერიცხება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული