დაამყარებს "ბარსელონა" პრიმერა დივიზიონში ახალ რეკორდს?

AutoSharing Option
"ბარსელონას", პრიმერა დივიზიონის ეგიდით, უკვე 32 თამაშია არ წაუგია. კატალონიელებმა თავიანთივე რეკორდი გააუმჯობესეს, როდესაც 2010-11 წლების სეზონში 31 მატჩი დაუმარცხებელნი იყვნენ.

პრიმერა დივიზიონის ყველაზე დიდი წაუგებელი სერია კი "სოსიედადს" აქვს. ბასკებმა 1979-80 წლებში მიჯრით 38 შეხვედრა არ დათმეს. ერნესტო ვალვერდეს გუნდს "სოსიედადის" რეკორდის დასამხობად 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ესაჭიროება.

"ბარსელონას" მომდევნო შვიდი მეტოქე პრიმერა დივიზიონში შემდეგი გუნდებია: "ლას პალმასი", მადრიდის "ატლეტიკო", "მალაგა", "ბილბაო", "სევილია", "ლეგანესი", "ვალენსია".

პრიმერა დივიზიონში ყველაზე დიდი წაუგებელი სერიის ხუთეული კი შემდეგია:

1) "სოსიედადი" - 38 თამაში (1979-80
წლები)
2) "ბარსელონა" - 32 თამაში (2017-18 წლები)
3) "ბარსელონა" - 31 თამაში (2010-11 წლები)
4) მადრიდის "რეალი" - 31 თამაში (1988-89 წლები)
5) მადრიდის "რეალი" - 29 თამაში (1996-97 წლები)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლას პალმასს დღეს კოშმარული ღამე ელოდება.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
17:43 01-03-2018
2

სიახლეები პოპულარული