მადრიდის "რეალი" პსჟ-სთან მატჩს სრული შემადგენლობით ხვდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველები ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი პსჟ-სთან 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩისთვის სრულიად მზად იქნებიან.

ფეხბურთელებმა დღევანდელი წვრთნა გამოტოვეს და ზინედინ ზიდანი ხვალინდელ შეხვედრაში "ხეტაფესთან" მათ არ ათამაშებს, რათა ზედმეტი გართულება თავიდან აირიდოს.

მადრიდულ დერბიში "სამეფო გუნდის" ნახევარდაცვას კაზემირო, მატეო კოვაჩიჩი და მარკოს ლორენტე გაამაგრებენ. "რეალს" დაუბრუნდა ასევე მარცელოც, რომელსაც ხვალინდელ შეხვედრაში ელოდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული