Mundo Deportivo: ნეიმარმა "ბარსელონას" კლუბში დაბრუნება სთხოვა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტ ფერნანდო პოლოს მტკიცებით, ნეიმარმა "ბარსელონას" თავის რიგებში დაბრუნება სთხოვა.

ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ბრაზილიელმა მძიმე ტრავმა მიიღო და პრაქტიკულად, ამ სეზონის გამოტოვება მთლიანად მოუწევს.

ჟურნალისტისვე თქმით, ბრაზილიელს პსჟ-ის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდა და პარიზიდან აბარგების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს შეიძლება იყოს.

ნეიმარი უკვე ესაუბრა ყოფილ თანაგუნდელებს "ბარსელონაში" და მათ უთხრა, რომ იმედი აქვს, კატალონიური კლუბის ფორმას კვლავ მოირგებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კატალონიური ზღაპარი :D წავიდა და დაგადოთ და შეეგუეთ :D :D
hahaha
09 მარტი 2018 17:11
10
იმენა სუპერჭორია!
gode
09 მარტი 2018 16:51
0
ნეიამრი არასოდეს დაბრუდნება ბარსელონაში, მითუმეტეს მის კონკურენტ რეალში. ჯერ იმიტომ რომ პსჟ უფრო შეეფერება ვიდრე ბარსელონა, მეორეც ერთი მან გასაგებად თქვა რომ ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ, მინდა პსჟეს დიდ გუდნად ჩამოყალიბებაში დავეხმაროვო. ტვინი შეჭამეს ამ ჭორიკანებმა, თორემ თავად ნახავთ რომ იგი არასოდეს დაბრუნდება ესპანეთში.
1234
09 მარტი 2018 20:24
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული