საბა კვირკველიას წინააღმდეგ დიეგო კოშტა და კევინ გამეირო ვეღარ ითამაშებენ

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ორი ფორვარდი, დიეგო კოშტა და კევინ გამეირო, მოსკოვის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამოტოვებენ.

ორივე შემტევმა ტრავმა ლა ლიგის ბოლო ტურში, ვიგოს "სელტასთან" დაპირისპირებაში მიიღო. კლუბების წინა მატჩში კოშტა გატანილი გოლით გამოირჩა.

ასე რომ, მოსკოველთა ქართველ მცველ საბა კვირკველიას, სავარაუდოდ, ფერნანდო ტორესისა და ანტუან გრიზმანის შეჩერება მოუწევს.

"ლოკომოტივისა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირება 15 მარტს, 20:00 საათზეა ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული