"არ მეშინია, რომ ჩვენგან ტრებლს მოითხოვენ. ხალხი იტყვის, რომ ეს შეგვიძლია, თუმცა ეს ძნელი მისაღწევი იქნება. გამარჯვების შემდეგ თვითდაჯერებული ხდები, დამარცხების მერე კი - პირიქით. ახლა ჩვენს ფეხბურთელებს სიმშვიდე სჭირდებათ.
მინდა, ჩემპიონატი დაუმარცხებლად დავასრულოთ, მაგრამ რატომ ვილაპარაკოთ ახლა ამაზე? შეიძლება შემდეგი მატჩი წავაგოთ. ვნახოთ, რა მოხდება. სეზონის მძიმე დასასრული გველის. თუ ფორმა შევინარჩუნეთ, მიზანთან ახლოს ვიქნებით".