"ფეხებში ვიკეთებდი სიმაღლის ჰორმონის ნემსს. ყოველ საღამოს. ხან ერთ და ხან მეორე ფეხზე. მაშინ 12 წლის ვიყავი. 8 წლიდან მშობლები მიკეთებდნენ, როდესაც გავიგე რა იყო, მერე თავად დავიწყე გაკეთება.
ნემსი ძალიან პატარა იყო და ჩხვლეტას საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ჩემთვის ეს პროცედურა რაღაც რუტინული იყო. უნდა გამეკეთებინა და ვაკეთებდი. ეს ნორმალურია", - განუცხადა ლიონელმა AmericaTV-ს.