მარკ ანდრე ტერ შტეგენი ანდრეს ინიესტაზე: ის ყველას ძალიან გვიყვარს და უნდა დარჩეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარე მარკ ანდრე ტერ შტეგენის განცხადებით, კლუბის კაპიტანი ანდრეს ინიესტა კატალონიელთა რიგებში უნდა დარჩეს.

"ინიესტას გადასაწყვეტია, სად გააგრძელებს კარიერას, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ის ჩვენთან დარჩება. ანდრესი დიდებული ადამიანია.

ვიცით, რომ ინიესტა მინიმუმ სეზონის ბოლომდე ჩვენთან იქნება, თუმცა ის ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში გვჭირდება.

ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ანდრესი ბრწყინვალე კაპიტანია და ყველას ძალიან გვიყვარს", - აღნიშნა ტერ შტეგენმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული