"2012 წელს მეჩვენებოდა, თითქოს ყველაფერი ჩამოინგრეოდა. არ ვიცი რატომ. შესაძლოა, შიშის გრძნობა დავკარგე და ამან ჩემი სათამაშო დონის დაცემა გამოიწვია. საკუთარ თავს კითხვას ვუსვამდი. სეზონი გრძელდებოდა, პეპი კი ჩემდამი ნდობას კარგავდა.
პირველი სამი სეზონი ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა და მას დიდ პატივს ვცემდი. მაშინ რთული დროება მედგა.
გვარდიოლას უნდოდა ფეხბურთელები 24 საათი მხოლოდ ფეხბურთით ყოფილიყვნენ დაკავებულნი. ცხოვრების იმ ეტაპზე მე ეს არ მესმოდა. არ მინდოდა მის ფილოსოფიას