არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლეო მესიმ იტალიასთან და ესპანეთთან ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა არ მიიღო. როგორც ჩანს, მას სერიოზული არაფერი არ ჭირს, უბრალოდ, სეზონის დასასრულს უმნიშვნელოვანესი შეხვედრების წინ დასვენება არჩია და ყველამ დაინახა (თუ დაანახა), მის გარეშე რასაც წარმოადგენს ალბისელესტე.
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ ხვალ ლიონელი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, ლეომ უპრობლემოდ დაასრულა "ბილბაოსთან" მატჩი და მის გამო არ ნერვიულობს.
რაც შეეხება ტერ შტეგენს, გერმანიის ეროვნულ გუნდს ესპანეთთან სპარინგში დაეხმარა, ბრაზილიასთან კი არ უთამაშია.
31 მარტს კატალონიური
გუნდი ლა ლიგას 30-ე ტურში სტუმრად "სევილიას" ხვდება.