AS: ლეო მესის თამაში "სევილიასთან" კი არა "რომასთანაც" საეჭვოა

AutoSharing Option
AS-ი იტყობინება, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი დიდი ალბათობით ვერ შეძლებს ლა ლიგას 30-ე ტურში სტუმრად "სევილიასთან" თამაშს.

როგორც უკვე გაუწყეთ, მან გუნდთან ერთად დილით ბოლომდე ვერ ივარჯიშა და ნაადრევად დატოვა კლუბის საწვრთნელი ბაზა.

გამოცემის მტკიცებით, ლიონელს მარჯვენა ბარძაყის კუნთის პრობლემა აქვს, ამ მიზეზით თავის გუნდს ალბათ, "სანჩეს პისხუანზე" ვერ დაეხმარება და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი 4 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში "რომასთან" ასპარეზობაც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული