მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მესი მიუხედავად ბარძაყის კუნთის ტრავმისა, რის გამოც არგენტინის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრებში ვერ დაეხმარა, მაინც შეიყვანა განაცხადში.
ამის უფლება მას ექიმებმა გუშინ ჩატარებული ორი ვარჯიშის შემდეგ მისცეს. განაცხადში აგრეთვე შეყვანილნი არიან ეროვნული გუნდებიდან მცირე ტრავმებით დაბრუნებული მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და მცველი ჟერარდ პიკე.
ვალვერდე ამბობს, რომ ეს თამაში მათთვის ჩემპიონატზე გადამწყვეტი იქნება.