ვალვერდე: მესისთან ერთად "ბარსელონა" ერთი გუნდია, მის გარეშე - სულ სხვა

AutoSharing Option
"სევილიასთან" ლა ლიგას მორიგ ტურში ფრედ (2:2) დასრულებული მატჩი "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ასე შეაფასა:

"მესის მცირე ტრავმა ჰქონდა და თავიდან ვფიქრობდი ცოტა ხნით მეთამაშებინა. ორი კვირა გაუცდა და სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროებოდა. მას შეხვედრის ბედის ბურთთან ერთი შეხებით გადაწყვეტა შეუძლია. მესისთან ერთად "ბარსელონა" ერთი გუნდია, მის გარეშე - სულ სხვა. ეს არგენტინის ნაკრების ესპანეთთან წაგებას არ ეხება.

პირველი ტაიმი თანაბარი იყო. კუთხურების შემდეგ ორი შეცდომა დავუშვით და რამოდენიმე ნაღდი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ნახევარმცველების შეტევაში სწრაფი მოქმედებით "სევილია" დაწინაურდა და შეეძლო
ანგარიში 3:0 გაეხადა. საბოლოოდ მოვახერხეთ წაგებისგან თავის დაღწევა.

ჩვენ იშვიათად ვკარგავთ ქულებს. შესვენების მერე მეორე გაშვებულმა გოლმა მოგვცელა. არ ვიცოდით, როგორ გავმკლავებოდით ამ სიტუაციას, რადგან ამ სეზონში მსგავსი პრობლემა არ შეგვქმნია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული