თავად უმტიტის გუნდის გამოცვლა არ უნდა, მაგრამ თუ ხელფასს არ მოუმატებენ, "მანიუს" შეთავაზებას დათანხმდება.
თუ უმტიტი წავა, მაშინ "ბარსა" "სევილიას" 22 წლის ფრანგ მცველს კლემან ლანგლეს 30 მილიონად შეიძენს. ლანგლე ანდალუსიურმა კლუბმა შარშანწინ "ნანსისგან" 7 მილიონად იყიდა.