სამუელ უმტიტის ძმა "რეალის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს შეხვდა

AutoSharing Option
Tribalfootball-ი ირწმუნება, რომ "ბარსელონას" მცველის სამუელ უმტიტის ძმა, იანიკი მადრიდში იყო ჩასული და "რეალის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს შეხვდა. თუ ბლანკოსმა სამუელი შეიძინა, მაშინ რაფაელ ვარანს გაყიდის.

უმტიტის "ბარსას" დატოვება არ უნდა, მაგრამ ხელფასის მომატებას ითხოვს. გეხსომებათ, შარშანწინ ანალოგიური სიტუაცია იყო დანი ალვეშთან დაკავშირებითაც და ბრაზილიელი "იუვენტუსში" გადაბარგდა.

უმტიტის სამსახურით "მანჩესტერიცაა" დაინტერესებული, მზადაა 60-მილიონევროიანი კლაუსულა გადაიხადოს, კონტრაქტიც გაუფორმოს და სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონი დაუნიშნოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული