უმტიტის "ბარსას" დატოვება არ უნდა, მაგრამ ხელფასის მომატებას ითხოვს. გეხსომებათ, შარშანწინ ანალოგიური სიტუაცია იყო დანი ალვეშთან დაკავშირებითაც და ბრაზილიელი "იუვენტუსში" გადაბარგდა.
უმტიტის სამსახურით "მანჩესტერიცაა" დაინტერესებული, მზადაა 60-მილიონევროიანი კლაუსულა გადაიხადოს, კონტრაქტიც გაუფორმოს და სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონი დაუნიშნოს.