"ატლეტიკოს" ამბები: ტორესი მიდის, სიმეონე რჩება

AutoSharing Option
34 წლის თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა "მარკას" გაუმხილა, რომ გუნდს გამოიცვლის:"რთული გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან მიჭირს მეორედ "ატლეტიკოსთან" განშორება. აქ მინდოდა კარიერის დასრულება, მაგრამ ამ სეზონში წინაზე ნაკლებს მათამაშებენ. კიდევ 5 წელი ვაპირებ თამაშს. არასოდეს არ ვნებდები".

მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კი უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აბარგებას აპირებს:"მინდა, პროგრესირება გავაგრძელო. სწორედ ამიტომ მსურს დარჩენა - ვფიქრობ, პოტენციალი კიდევ გვაქვს. ვცდილობ ყველა საჭირო ფეხბურთელი დავტოვო. გუნდის წინსვლაზე ვმუშაობთ და ეს კი განვითარებაზე მუდამ დადებითად მოქმედებს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული