იმისათვის, რათა ვალვერდემ პოსტი შეინარჩუნოს, "ბარსამ" ლა ლიგაც უნდა მოიგოს და თასიც. თუმცა, არაა გამორიცხული, ამანაც ვერ უშველოს, რამეთუ კატალონიაში თვლიან, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით "რეალს" ტურნირის მოგება გაუადვილეს და ახლა ვალვერდეს ბედი გარკვეულწილად ბლანკოსზეცაა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, ასულგრანა ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე მეორე ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" 11 ქულით უსწრებს, თასის ფინალში კი "სევილიას" შეხვდება.