Sport.es: ერნესტო ვალვერდე შეიძლება სეზონის დასრულებისას გადააყენონ

AutoSharing Option
Sport.es-ი "ბარსელონას" წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ მწვრთნელის ერნესტო ვალვერდეს სავარძელი შეირყა.

იმისათვის, რათა ვალვერდემ პოსტი შეინარჩუნოს, "ბარსამ" ლა ლიგაც უნდა მოიგოს და თასიც. თუმცა, არაა გამორიცხული, ამანაც ვერ უშველოს, რამეთუ კატალონიაში თვლიან, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით "რეალს" ტურნირის მოგება გაუადვილეს და ახლა ვალვერდეს ბედი გარკვეულწილად ბლანკოსზეცაა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, ასულგრანა ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე მეორე ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" 11 ქულით უსწრებს, თასის ფინალში კი "სევილიას" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გადასაყნენებელი კი არა გასაგდებია, მთელი თამაში უყურებდა როგორ იჩაგრებოდა მისი გუნდი და მაინც ვერაფერი შეცვალა.
BARCA
10:42 14-04-2018
0
ჩემის აზრით, მშვენიერი სეზონი ჰქონდა გუნდს. მისი გაშვება თუ რეალის სიძულვილზეა დამოკიდებული, მაშინ ცუდად ჰქონიათ საქმე :))) თუ რეალის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემთხვევაში დატოვებენ, კარგი ყოფილა ? მაგ ლოგიკით ვერ იპოვნიან მიწიერ მწვრთნელს : )))) სეზონის ფინიშზე დაიღალა გუნდი და რა უნდა ქნან ? იგივე მოუვიდა სიტისაც
გგგ
08:54 14-04-2018
0

სიახლეები პოპულარული