იაგო ასპასმა გოლი ხელით გაიტანა და "ბარსელონამ" 2 ქულა დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრიმერას 33-ე ტურში "ბარსელონა" ვიგოში "სელტასთან" ფრეს დასჯერდა (2:2).

ამ შეხვედრაში ანგარიში 36-ე წუთზე პაკო ალკასერის პასით უსმან დემბელემ გახსნა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ხონიმ დალაშქრა ტერ შტეგენის კარი.

64-ე წუთზე ალკასერმა ანგარიში 2:1 გახადა. 71-ე წუთზე მსაჯმა სერხი რობერტო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, ხოლო 82-ე წუთზე იაგო ასპასმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მან გოლი ხელით გაიტანა, რაც არბიტრმა დავიდ ფერნანდეს ბორბალანმა ვერ შეამჩნია.

ლეო მესი შეცვლაზე 60-ე წუთზე კოუტინიოს ნაცვლად შევიდა.

პირველად
ისტორიაში "ბარსას" მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა უკაპიტნა.

პირველად 16 წლის შემდეგ "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში კლუბის აღზრდილი არც ერთი ფეხბურთელი არ იყო.

ბლაუგრანამ ლა ლიგაზე ზედიზედ მე-40 მატჩი არ წააგო და თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.

შაბათს "ბარსა" მადრიდში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" თასის ფინალში "სევილიას" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ასპასმა ხელით კი გაიტანა, მაგრამ შედეგი ნამდვილად სამართლიანია. არ იმსახურებდა ბარსა მოგებას. მე უფრო სხვა რამე მაინტერესებს: კიდევ რამდენი შეცდომა უნდა დაუშვას ანდრე გომეშმა, რომ ეს კაცი აღარ დააყენონ შემადგენლობაში და საბოლოოდ გაუშვან გუნდიდან? ფეხბურთელს, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია პასის კულტურა, როგორ შეიძლება ისეთი გუნდში თამაშობდეს, რომლის მთელი სათამაშო ფილოსოფია ზუსტ და ბევრ გადაცემაზეა აწყობილი???
ბიკენტი
10:26 18-04-2018
0
ვინც უყურა,დამეთანხმება,შესანიშნავი თამაში გამოვიდა.სელტა ბრწყინვალედ თამაშობდა და გამარჯვებასაც იმსახურებდა,თუმცა ბარსას გადახალისებული შემადგენლობას კლასი და ენერგია ეყო,რომ კაცნაკლულს, ბოლომდე უმაღლეს სისწრაფეებზე ეთამაშა და მეტოქისათვის გამარჯვება არ დაენებებინა, პლიუს ტერ შტეგენი,რომელმაც დიდებულად ითამაშა რიგ ეპიზოდებში.
სოსო
08:50 18-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული