"ბარსელონა" კლემან ლანგლეს 35 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
"დიარიო სპორტის" ცნობით, "სევილიას" 22 წლის ფრანგი მცველი კლემან ლანგლე ზაფხულში "ბარსელონაში" გადაბარგდება.

კატალონიური კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ფეხბურთელის აგენტს და კონტრაქტის ყველა დეტალზე შეუთანხმდნენ. "ბარსელონაში" თვლიან, რომ ტრანსფერი გაჩარხულია.

"ბარსა" 35-მილიონევროიან კლაუსულას გადაიხდის და კლემანს ანდალუსიურ კლუბს წაჰგვრის.

თუმცა, "სევილია" დანებებას არ აპირებს და ლანგლეს ხელშეკრულების გახანგრძლივებას შესთავაზებს, რომლის მიხედვით, გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

მიმდინარე სეზონში პრიმერაზე მან 30 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული