კატალონიური კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ფეხბურთელის აგენტს და კონტრაქტის ყველა დეტალზე შეუთანხმდნენ. "ბარსელონაში" თვლიან, რომ ტრანსფერი გაჩარხულია.
"ბარსა" 35-მილიონევროიან კლაუსულას გადაიხდის და კლემანს ანდალუსიურ კლუბს წაჰგვრის.
თუმცა, "სევილია" დანებებას არ აპირებს და ლანგლეს ხელშეკრულების გახანგრძლივებას შესთავაზებს, რომლის მიხედვით, გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
მიმდინარე სეზონში პრიმერაზე მან 30 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.