სერხიო რამოსი: ინიესტა გვარად ინიესტინიო რომ ყოფილიყო, ოქროს ბურთს ორჯერ მოიგებდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა იმ მიზეზზე ისაუბრა, თუ რატომ არ აქვს ანდრეს ინიესტას მიღებული "ოქროს ბურთი".

"ანდრესი ბრაზილიელი რომ ყოფილიყო, მას უფრო მეტი შანსი ექნებოდა და აქამდე ორი "ოქროს ბურთი" ექნებოდა მოგებული.

არ გაუმართლა, რომ მისი გვარი ინიესტინიო არ არის", - აღნიშნა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტას "ოქროს ბურთი" არასდროს მოუგია და ამის შანსი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჰქონდა.

France Football-მა ამის გამო "ბარსელონას" ლეგენდარულ კაპიტანს ბოდიში მოუხადა.

▶ France Football-მა ინიესტას ბოდიში მოუხადა: ანდრეს, გვაპატიე!
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩემი აზრით ინიესტასაც და ბევრ სხვა ფეხბურთელს იმაში არ გაუმართლა რომ მესის და რონალდოს დროს თამაშობდნენ.
2010 წელს ზოგადად ესპანეთი იყო უძლიერესი თავის კასილას-ხავი-პუიოლ-პიკე-რამოს-ფაბრეგას-სილვა-ტორეს-დავიდ ვილასთან ერთად, ასე რომ მაგ გუნდში არ იყო ინიესტა უპირობო ლიდერი და ვერ იტყვი ჩემპიონობა მაგის დამსახურება იყო მარტოო. მესი და რონალდო კიდევ დაფრინავდნენ მთელი სეზონი და თუ ნაკრებში კარგი გუნდელები არ ჰყავდათ ინიესტასავით, ამიტომ არ უნდა დაჩაგრულიყვნენ.

ბწვრი ფეხბურთელი ყოფილა ზოგადად ვისაც მთელ მათ კარიერას რომ გადახედო, სახოდაობაა ოქროს ბურთი რომ არ აქვთ და ინიესტაზე მეტად თუ არა ნაკლებად არ ეკუთვნოდა ეგ ტიტული, მაგრამ ვერ შეწვდნენ იმის გამო რომ სხვები უფრო მაგრები იყვნენ მაგ დროს ან შეიძლება მართლაც დაიჩაგრნენ: კლინსმანი, ანრი, მალდინი, ჯერარდი, ზლატანი

ასე რომ ინიესტა არც პირველია და არც ბოლო ვისაც ეგ დაემართება, “არასწორ დროში” რომ მოუწევა დაბადება თავისზე ძლიერების ეპოქაში
როდის უნდა მოეგო?
14:40 26-04-2018
2
2910-ში მესის ოქროს ბურთი ინიესტას ეკუთვნოდა რადგან მსოფლიო ჩემპიონი გახდა ესპანეთის ნაკრებში ყველაზე გამორჩეული იყო.
სამართალი
12:48 26-04-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული