ღვინოსაც ვიყიდით და კოლოსალურ თანხასაც გადაგიხდით - რას სთავაზობს ჩინური კლუბი ინიესტას?

AutoSharing Option
ჩინეთის სუპერლიგის ბინადარი "ჩონგქინ ლიფანი" "ბარსელონას" ლეგენდარულ ნახევარმცველ ანდრეს ინიესტას ზღაპრულ პირობებს სთავაზობს.

აზიელები მზად არიან, ესპანელს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ, რა დროშიც გასამრჯელოს სახით 81 მილიონ ევროს გადაუხდიან.

როგორც იცით, ინიესტას ოჯახი ღვინის ბიზნესითაა დაკავებული და ჩინელები მზად არიან, ანდრესის ქვევრებიდან ჩამოსხმული 6 მილიონი ბოთლი ღვინო შეიძინონ.

და რა ღირს ერთი ბოთლი ინიესტას ღვინო? - მისი ფასი 6 ევროა, რითაც გამოდის, რომ აზიელები მარტო ღვინოში 36 მილიონ ევროს გადაიხდიან.

"მარკა" იუწყება, ეს ამბავი გადაწყვეტილია და ანდრესის ჩინური თავგადასავალიც მალე დაიწყებაო.

▶ დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული დღეა - ანდრეს ინიესტა "ბარსელონას" ემოციურად დაემშვიდობა

▶ რონალდო: ინიესტა "ოქროს ბურთს" იმსახურებდა, მაგრამ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული