კაცნაკლულმა "ბარსელონამ" "რეალთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგას 36-ე ტურში "ბარსელონასა" და "რეალის" შეხვედრა ფრედ (2:2) დასრულდა.

მართალია, "ბარსელონა" უკვე ესპანეთის ჩემპიონია, მაგრამ ელ კლასიკოს სულ სხვა დატვირთვა აქვს და "ნოუ კამზე" "რეალთან" მატჩს 97 939 მაყურებელი დაესწრო.

ბლანკოსის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კი თქვა, შეიძლება კეილორ ნავასი, სერხიო რამოსი, მარსელო, ვარანი, მოდრიჩი და რონალდო დავასვენოო, მაგრამ ყველა ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

მე-10 წუთზე ანგარიში სუარესმა გახსნა (სამეფო გუნდს პრიმერას 8 შეხვედრაში 6 გოლი გაუტანა), 5 წუთში კი რონალდომ დალაშქრა ტერ შტეგენის კარი (კლასიკოში მე-18 გოლი გაიტანა). ზედ
შესვენებაზე გასვლის წინ  მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით სერხი რობერტო გააძევა.

შესვენებაზე ზიდანმა აქტიური რონალდო ასენსიოთი შეცვალა - ალბათ, იმის შიშით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ტრავმა არ მიეღო. თუმცა, როგორც იუწყეს, კოჭ-წვივის კუნთი დაეჭიმა.

53-ე წუთზე კი მესიმ დაამწუხრა ნავასი - 2:1. ეს კლასიკოში მისი 26-ე გოლია (14 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული) და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია.

57-ე წუთზე მოედანი ინიესტამ დატოვა, რომელმაც უკანასკნელ კლასიკოში მიიღო მონაწილეობა და ის გულშემატკივრებმა ოვაციებით გააცილეს.

73-ე წუთზე ბეილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მორიგი შეტევისას მადრიდელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა მიიჩნია, რომ ალბას მარსელოზე თამაშის წესები არ დაურღვევია.

მოკლედ, ეს დაძაბული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სირცხვილია თქვენს პორტალზე ასეთი უშინაარსო, ტენდეციური და უვიცი სტატიების დადება!
სტატია უვარგისია
09:55 07-05-2018
0
სათაური ძალიან გაუგებარია. ასეთი სათაური მოუხდებოდა ინტერი - იუვენტუსის თამაშს (2:3) როცა ბოლო წუთებზე გაიტანა იუვემ 2 გოლი. ამ თამაშზე კი ფრე ლოგიკური შედეგი იყო, იმის მიუხედავად რომ ბარსას მეორე გოლამდე სუარესზე განზრახ ჯარიმა იყო და შემდგომ მარსელოზე სუფთა პენალტი. 10 კაციან ბარსას ყავდა მესი, 11 კაციან რეალს არ ყავდა რონალდო - შესაბამისად რიცხობრივი უპირატესობა ძალიან პირობითია.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული