"ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო. იმისათვის, რათა ყველაფერი გავარკვიო, ვიდეოგამეორებები უნდა ვნახო. სერხი რობერტოს მომენტი უცნაური იყო. გამიკვირდა, რომ მან მარსელოს სახეში დაარტყა. ასეთი მატჩი ყოველთვის დაძაბულია. დღეს თამაში თავიდანვე დაძაბული იყო.
გოლები ძალიან სწრაფად გავიდა, მერე კი ბარათების გამო ყველაფერი გართულდა. ბარსელონა მეორე ტაიმში იბრძოდა და კაცნაკლულობას არ გრძნობდა. შეტევა არ შეგვიჩერებია. დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება მოგვიწია და იერიშებისას არ დავნებებულვართ".