ჟოზეპ ბარტომეუ: დემბელე არ იყიდება, ნეიმარი არ დაბრუნდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ გუნდის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა:

"გამაკვირვა ნეიმარის ჩვენგან წასვლამ. ვფიქრობ, ეს მას კარგა ხნის გადაწყვეტილი ჰქონდა და ბოლოს გვაცნობა. ის კატალონიაში არ დაბრუნდება. ჩვენ ახალი პროექტები გვაქვს.

უმტიტის "ბარსასთან" კონტრაქტი აქვს გაფორმებული და მისი გაგრძელების დრო მოვიდა. ამაზე ვმუშაობთ.

მინდა უარვყო დემბელეზე გავრცელებული ინფორმაცია. არ იყიდება. უსმანი ჩვენი გუნდის მომავალია. მომავალ სეზონში დემბელესგან ბევრს ველით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული