კატალონიის რადიოს ცნობით, თუ "ბარსა" გრიზმანს შეიძენს, თავდამსხმელ ლუის სუარესის გაყიდვას შეეცდება. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ურუგვაელ ლეგიონერში ვინმე სერიოზულ თანხას გადაიხდის.
ლუისმა ამას წინათ თქვა, რომ გრიზმანი ასულგრანაში ვინმეს ადგილის დასაკავებლად არ მიდის.
სუარესმა ამ სეზონში 48 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო გრიზმანმა 46 შეხვედრაში 27 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.