საინტერესო ისტორია: როგორ გახდა ღარიბი და ალკოჰოლიკი ლუის სუარესი სიყვარულის წყალობით სუპერვარსკვლავი

AutoSharing Option
Sportskeeda.com-მა ლუის სუარესის შესახებ საინტერესო ისტორია გამოაქვეყნა, რომელსაც გთავაზობთ.

"ლუის სუარესი ბავშვობაში ძალიან ღარიბი იყო. დედა იატაკებს ხეხავდა, ხოლო მამამ მიატოვა. თინეიჯერობის პერიოდში ურუგვაელმა ვარჯიშების გაცდენა და სმა დაიწყო. მწვრთნელს მისი ვარჯიშებზე წაყვანა ხშირად ძალით უხდებოდა.

15 წლის ასაკში იგი შეხვდა გოგოს, სახელად სოფია ბალბის. მისი ოჯახი კომფორტულად ცხოვრობდა. მათ ლუისი ოჯახში მიიღეს. სოფიამ ლუისი აიძულა, უფრო გულმოდგინედ ევარჯიშა და დაეხმარა მას, გაეცნობიერებინა, რომ მისი გაჭირვების მიზეზი სიზარმაცე იყო.

2003 წელს სოფიას ოჯახი ესპანეთში გა
დავიდა, ამან სუარესს გული ძალიან გაუტეხა და მოტივაცია დააკარგვინა, მაგრამ ლუისმა გაიაზრა, რომ თუ ის თავდადებით არ ივარჯიშებდა, სოფიას ვეღარასდროს ნახავდა.

ამან მას მოტივაცია ისევ დაუბრუნა. შედეგად, სუარესმა დიდებული კარიერა აიწყო, ხოლო სოფია ახლა მისი ცოლი და 2 შვილის დედაა", - ნათქვამია სტატიაში.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მსოპლიოს ნომერ პირველი ტავდამსხმელი, ელ პისტოლეროო
liverpuli barselonas supermarketi.
17:24 12-05-2018
3
მაგიტომ იკბინება თურმე პერიოდულად, რთული ბავშვობა ჰქონია :(
გიუშა
15:27 12-05-2018
2

სიახლეები პოპულარული